&
K R

წა წე წვ წი წმ წო წრ წყ
წყა წყლ

წყლის შესახებ საქართველოს კანონი

კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს: ურთიერთობებს წყლის ობიექტების გამოყენებასა და მის დაცვაში, რათა სუფთა წყლზე და წყლის ხელსაყრელ გარემოზე მოქალაქეების უფლებების დაცვა იქნეს უზრუნველყოფილი; წყლის გამოყენების ოპტიმალური პირობების ხელშეწყობის საქმიანობას; - ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების ხარისხის შენარჩუნებას ისეთ მდგომარეობაში, რომელიც აკმაყოფილებს სანიტარულ და ეკოლოგიურ მოთხოვნებს წყლის ობიექტების დაბინძურების, დანაგვიანებისა და დაშრეტისაგან დაცავის მოთხოვნებს; - წყლის მავნე ზემოქმედების თავიდან აცილებას ან აღმოფხვრას, და აგრეთვე წყლის ეკოსისტემების ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნებას. საქართველოს კონსტიტუციით ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად, საზოგადოების ეკოლოგიური და ეკონომიკური ინტერესების შესაბამისად, ყველა, საქართველოში მცხოვრები, ვალდებულია უზრუნველყოს წყლის რაციონალური და მდგრადი გამოყენება და დაცვა, არ დაუშვას მისი დაბინძურება, დანაგვიანება და დაშრეტა. საქართველოს სახმელეთო ტერიტორიაზე, მის წიაღში, კონტინენტურ შელფში, ტერიტორიულ წყლებში და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში არსებული წყალი საქართველოს ეროვნული სიმდიდრეა და მას სახელმწფო იცავს.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9