(ჰიდროლოგიური ციკლი), ტენიანობის ბრუნვა - წყლის ციკლური მოძრაობის პროცესი დედამიწის ბიოსფეროში. იგი შედგება წყლის აორთქლებისგან, ორთქლების ჰაერის დინებით გადატანისგან, მათი კონდენსაციისგან, ნალექებისგან (წვიმა, თოვლი და სხვ.) და წყლის გადატანა მდინარეებითა და სხვა წყლის ობიექტებით. წყალი აორთქლდება მიწის ზედაპირიდან და წყლის ობიექტებიდან (მდინარეები, ტბები, წყალსაცავები და ასე.შემდეგ.), მაგრამ წყლის უმეტესი ნაწილი აორთქლდება მსოფლიო ოკეანის ზედაპირიდან. წყლის წრებრუნვა აკავშირებს ჰიდროსფეროს ყველა ნაწილს.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.