წყლის ხარისხის ინდექსი, მისი დაბინძურების გავრცელების, ხანგრძლივობის და ხარისხზე დაყრდნობით. წყლების შემადგენლობის ზოგიერთი სავარაუდო წარმოდგენა შეიძლება მიღებულ იქნეს მათი ორგანოლეპტიკური კვლევის საფუძველზე, რომელიც მოიცავს წყლის ფერის და სუნის განსაზღვრას. შეფერილობა - ორგანოლეპტიკური მაჩვენებელია, რომელიც ახასიათებს წყლის შეფერილობის ინტენსივობას. ქრომატიზმი გამოი-ხატება ეტალონური სკალის პირობით გრადუსებში, რომელიც საკვლევი წყლის შეფერილობის იმიტაციას ახდენს. ამისათვის შემოთავაზებულია ორი სკალა - პლატინურ - კობალტური და კობალტ- ბიქრომატული. ვინაიდან კობალტ - ბიქრომატის სკალის მოსამზადებლად რეაქტივები უფრო ხელმისაწვდომია, ამიტომ ეს სკალა უფრო ხშირად გამოიყენება.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.