&
K R

ჭა
ჭაო

ჭაობები

გარდამავალი ხმელეთ - წყალი ტერიტორია, რომელიც დროის ნაწილით მაინც დაფარულია ესტუარის ან სანაპირო წყლებით და ხასიათდება წყლისა და ბალახოვანი მცენარეულობით, განსაკუთრებით ტორფის დაგროვების გარეშე. დედამიწის ზედაპირის ლოკალურად გადატენიანებული ადგილები, რომელშიც გაბატონებულია ჭაობის მცენარეები - ჰელოფიტები. კვების წყაროს მიხედვით, ჭაობები იყოფა სამ ტიპად: ქვემოური, გარდამავალი და ზემოური. ჭაობი დიდ ტერიტორიებზე აწონასწორებს ჰიდროლოგიურ რეჟიმს, ბიოლოგიურ მიმოქცევას და ეკოლოგიურ ბალანსს. მსოფლიოში დაახლოებით 350 მლნ ჰექტარი ჭაობებს უჭირავს. წარსული გეოლოგიური ეპოქების ჭაობები - უმეტესი წიაღისეული ნახშირის წყაროა. ჭაობები გავრცელებულია ყველა კლიმატურ სარტყელში და ყველა კონტინენტზე. მათში ჰიდროსფეროს მტკნარი წყლის მარაგის დაახლოებით 11.5 ათასი კუბური კილომეტრია (0.03%) თავმოყრილია. ყველაზე მეტად ჭაობები გავრცელებულია სამხრეთ ამერიკაში, ევროპასა და აზიაში.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9