&
K R

ჭა
ჭაო

ჭაობი ქვემოური

ჭაობი, რომლის ჭარბი ტენიანობა მიწისქვეშა ან დაბლობური წყლებით არის გამოწვეული. ქვემოური (ევტროფიული - ძვ. ბერძნ. εὐτροφία - კარგი საკვები) ჭაობები უმეტესად მაღლობების ძირში და მდინარეების ტერასებზე წარმოიქმნება და გრუნტის წყლებითიკვებება. ისინი გვხვდება ყველა ბუნებრივ ზონაში ტუნდრადან უდაბნოებამდე და სხვა-დასხვა სიმაღლეზე სანაპიროებიდან მაღალმთიანებამდე. დაბლობის ჭაობები მდიდარია მინე-რალებით და ამიტომ მათზე იზრდება ევტროფიული მცენარეულობა. ასეთი ჭაობები საკმაოდ პროდუქტიულია: ზომიერ ზონაში მერქნიანი მცენარეულობა შეიძლება წარმოდგენილი იყოს არყის ხის, მურყნის, ბალახისებრის ლერწმის, ხავსი და სხვა ჯიშებით. აქ ბევრია ფრინველი.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9