&
K R

ხა ხე ხი ხმ
ხარ ხას

ხარისხი ცხოვრების

1. ფაქტორების ერთობლიობა, რომლებიც უზრუნველყოფს (ან არ უზრუნველყოფს) ადამიანის ჯანმრთელობის კომპლექსს - პიროვნულს და საზოგადოებრივს, ანუ ადამიანის ცხოვრების გარემოს შესაბამისობა მის მატერიალურ და კულტურულ მოთხოვნილებებთან. ცხოვრების ხარისხის ინტეგრალურ ანარეკლს სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა წარმოადგენს; 2. საცხოვრებელი გარემოს შესაბამისობა პიროვნების სოციალურ - ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებასთან. ცხოვრების ხარისხის კონცეფცია ცნობს არა რაოდენობრივ, არამედ თვისებრივ კრიტერიუმებს: ჯანმრთელობა, ხელსაყრელი ბუნებრივი პირობები, განათლების დონე და ასე.შემდეგ. ცხოვრების ხარისხი არ შეიძლება იყოს გლობალური ან გასაშუალოებული. იგი განსხვავებულია სხვადასხვა სოციალური ფენისთვის, ქვეყნებისთვის, რეგიონებისთვის.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9