&
K R

ხა ხე ხი ხმ
ხმა ხმე

ხმაური აკუსტიკური

სხვადასხვა ფიზიკური ბუნების ხმის მოუწესრიგებელი ვიბრაცია, რომელიც ხასიათდება ამპლიტუდის, სიხშირის და სხვ. შემთხვევითი ცვლილებით. ხმაური შეიძლება იყოს საყოფაცხოვრებო (ხმები, რომლებიც ხელს უშლიან მეტყველების, მუსიკის, დასვენების, სამუშაოს აღქმაში), სამრეწველო, ტრანსპორტის, ქუჩის და ა.შ. დაბინძურება ხმაურით). აკუსტიკური ხმაურის ცნება დაკავშირებულია ხმის ტალღებთან (ხმებთან), რომელთა ქვეშ იგულისხმება დრეკადი გარემოს ნაწილაკების რხევითი მოძრაობის გავრცელება (ვიბრაცია) და აღიქმება ადამიანის ყურის მიერ სიხშირის დიაპაზონში 20 ჰც - დან 20 კჰც - მდე. ხმაურის მახასიათებლებია ხმის წნევის დონეები ოქტავის (ზოგიერთ შემთხვევაში 1/3 ოქტავის) სიხშირის დიაპაზონში და ხმის დონეები ან ხმის ექვივალენტური დონეები, რომლებიც დეციბელებში (dB) იზომება.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9