&
K R

ხა ხე ხი ხმ
ხმა ხმე

ხმელთაშუა ზღვა

(ძველი.ბერძნული. Μεσόγειος Θάλασσα, ლათინური. Mare Mediterraneum - ზღვა დედამიწის შუაგულში) - შემოიღო ხმარებაში ლათინურმა ანტიკურმა მწერალმა, გეოგრაფმა და გრამატიკოსმა გაიუს იულიუს სოლინუსმა (ლათინური. Gaius Julius Solinus), რომელიც, სავარაუდოდ, ახალი.წეეთაღრიცხვით. III საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდა. იგი მდებარეობს ევროპას, მცირე აზიასა და აფრიკას შორის და მთლიანად ზღვაზე გასასვლელი არ გააჩნია გიბრალტარის და ბოსფორის სრუტეებისა და სუეცის არხის გარდა. ხმელთაშუა ზღვის წყლის მთლიანი ფართობია 2,501ათასი კვადრატული კილომეტრი. იგი დასავლეთით ესპანეთსა და მაროკოს შორის გიბრალტარის ვიწრო სრუტის გავლით ატლანტის ოკეანეს უკავშირდება, ხოლო ჩრდილო - აღმოსავლეთით, დარდანელის სრუტის გავლით -მარმარილოს ზღვას და შემდგომ ბოსფორის სრუტის გავლით შავ ზღვას უკავშირდება, სამხრეთ -აღმოსავლეთით - სუეცის არხით კი - წითელ ზღვას. ხმელთაშუა ზღვა ცნობილია როგორც მნიშვნელოვანი ისტორიული სავაჭრო და ძლიერი ფაქტორი რეგიონის განვითარებაში.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9