(ინგლისური. World Health Organization, WHO) – გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალური მთავრობათაშორისი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც 1948 წლის 7 აპრილს შეიქმნა. მასში გაერთიანებულია 194 სახელმწიფო, მათ შორის საქართველო. შტაბბინა მდებარეობს შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში. ორგანიზაციის მიზანია მსოფლიო ხალხების ჯანმრთელობის მაღალი დონის მიღწევა. აღნიშნულის განხორციელებას ემსახურება ჯანდ ცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული სტრატეგია „ჯანმრთელობა ყველასათვის 21-ე საუკუნეში“, რომელიც მიღებულ იქნა 1998 წელს. აღნიშნული სტრატეგია ითვალისწინებს ადამიანთა ჯანმრთელობის ისეთი ხარისხის მიღწევას, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ყველა ადამიანს იცხოვროს სრულფასოვანი ცხოვრებით. ჯანმრთელობა აღიქმება, როგორცადამიანური განვითარების უმთავრესი კომპონენტი.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.