&
K R

ჯა ჯუ
ჯან ჯარ ჯაჭ

ჯანმრთელი ცხოვრების წესი

სოციოლოგიური კონცეფცია, რომელიც ახასიათებს: 1. კონკრეტული საზოგადოების (ინდივიდის, ჯგუფის) პოტენციალის რეალიზაციის უნარს ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად; 2. სოციალური კეთილდღეობის ხარისხს, როგორც ცხოვრების დონისა და თვისებრიობის ერთიანობას; 3. სოციალური ორგანიზაციის ფუნქციონირების ეფექტურობის ხარისხს, მისი ჯანმრთელობის ღირებულებისადმი მიმართებით. ფართო გაგებით, ჯანსაღი ცხოვრების წესი არის სოციალური პოლიტიკის კონცეფცია, რომელიც ჯანმრთელობის მაღალ მნიშვნელობას ემყარება. ადამიანის ჯანმრთელობის განმსაზღვრელ ფაქტორებს შორის ჯანმრთელი ცხოვრების წესს გადამწყვეტი მნიშვნელობა გააჩნია. მეცნიერთა უმეტესობის აზრით, მისი წვლილი დაახლოებით 50%-ს შეადგენს. სხვა ფაქტორების წვლილი შეფასებულია შემდეგნაირად: გენეტიკური - 25% - მდე, ეკოლოგიური - 25% -მდე, სამედიცინო მომსახურების დონის - 10-დან 25% მდე.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9