&
K R

ჯა ჯუ
ჯან ჯარ ჯაჭ

ჯანმრთელობის კულტურის კომპონენტები

1. ფიზიოლოგიური კულტურა (ადამიანის მიერ მის ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიური პროცესების მართვა, მათი კონტროლი და ორგანოებისა და სხეულის სისტემების სარეზერვო შესაძლებლობების გაზრდა); 2. ფიზიკური კულტურა (ადამიანის შესაძლებლობა გააკონტროლოს ბუნებრივი მოძრაობები მთელი ცხოვრების განმავლობაში, რაც საშუალებას იძლევა შეინარჩუნოს ხერხემლის მოქნილობა 267 და კუნთების ელასტიურობა); 3. ფსიქოლოგიური კულტურა (ადამიანის გრძნობებისა და ემოციების კონტროლის უნარისა და, ასევე, მის გარშემო მყოფ ხალხთან უკონფლიქტო ურთიერთობების დამყარების კანონების ცოდნის საფუძველზე, მის გარშემო მყოფ ხალხთან კონტაქტში შესვლა); 4. ინტელექტუალური კულტურა (საკუთარი აზრების მართვის შესაძლებლობა, მათი დინების კონტროლირება და ხალხთან და ბუნებასთან ურთიერთობის დამყარებისას ამ უნარების გამოყენება); 5. სექსუალური კულტურა (ადამიანის, ქალისა და მამაკაცის შესაძლებლობა გააცნობიერონ თავიანთი დანიშნულება დედამიწაზე, გაითვალისწინონ საწინააღმდეგო სქესის მქონე ადამიანების ფსიქოლოგიური მახასიათებლები მათთან ურთიერთობაში, მართონ თავისი სექსუალური საჭიროებები, ამ საზოგადოებაში მიღებული ქცევის ნორმების გათვალისწინებით).
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9