&
K R

ჯა ჯუ
ჯან ჯარ ჯაჭ

ჯაჭვი ტროფიკული

(ძველი.ბერძნული.- დან τροφή - საკვები, კვება), (სინონიმი - კვებითი ჯაჭვი, კვების ჯაჭვი) - ორგანიზმებს შორის ურთიერთობა, რომლის მეშვეობითაც ეკოსისტემაში მიმდინარეობს ნივთიერებისა და ენერგიის ტრანსფორმაცია; ინდივიდთა ჯგუფები (ბაქტერიები, სოკოები, მცენარეები და ცხოველები), რომლებიც ერთმანეთთან „საკვები - მომხმარებელი“ დამოკიდებულებით არიან დაკავშირებული. ბიოცენოზებისათვის დამახასიათებელი კავშირების სტრუქტურა, კვების საფუძველზე ერთმანეთთან დაკავშირებული ცოცხალი ორგანიზმების რიგში. ტროფიკული ჯაჭვის გასწვრივ ხორციელდება ნივთიერების გადაადგილდება და ენერგიის ტრანსპორტირდება პროდუცენტებიდან (მწარმოებლებიდან), რომლებიც, ორგანული ნივთიერებების მომხმარებელ - კონსუმენტების (მომხმარებლების) მეშვეობით ქმნიან ცოცხალ ნივთიერებას არაორგანული ნაერთებისაგან,ორგანული ნივთიერებების დამშლელ - რედუცენტებისკენ (ძირითადად ბაქტერიები და სოკოები).
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9