ამ სიტყვის ქვეშ გულისხმობენ გაუვალ სქელ ტროპიკულ ან სუბტროპიკულ ტყეებს და ბუჩქებს, რომლებიც გადახლართულია მერქნიანი ლიანებით, მაგრამ სამეცნიერო წრეებში ეს გაგება არასწორად მიიჩნევა. ტერმინი „ჯუნგლები“ არ აღნიშნავს მცენარეულობის რომელიმე კონკრეტულ ტიპს და არც რომელიმე კონკრეტულ ჰაბიტატს. ჯუნგლების ტერიტორია ყველგან ვითარდება ეკონომიკური საჭიროებისთვის და ამიტომ ის მუდმივად მცირდება. ფლორისა და ფაუნის სიმდიდრე წარსულ მრავალფეროვნებასთან შედარებით შესამჩნევად შემცირდა.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.