2006 წლის საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის XXVI ასამბლეის განმარტებით, არის ციური სხეული, რომელიც: ბრუნავს მზის გარშემო ორბიტაზე; აქვს საკმარისი მასა, რომ მზის სისტემის მცირე სხეულებისგან განსხვავებით, გრავიტაციული ძალების გავლენის ქვეშ შეინარჩუნოს სფერულ ფორმასთან ახლოს ფორმა; არ არის პლანეტის თანამგზავრი; არ ძალუძს, პლანეტებისგან განსხვავებით, გაწმინდოს თავისი ორბიტის რეგიონი სხვაობიექტებისგან. ხუთი ჯუჯა პლანეტა ოფიციალურად აღიარებულია საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის მიერ: უდიდესი ასტეროიდი ცერერა და ტრანსნეპტუნის ობიექტები პლუტონი, ერისი, მაკემაკე, ჰაუმეა. ხშირად მათ კიდევ ოთხს მიაწერენ: Gun-gun, Quaoar, Orc და Sedna. არ არის გამორიცხული, რომ ამ კატეგორიას მიეკუთვნებოდეს მზის სისტემის სულ მცირე 40 სხვა ცნობილი ობიექტი.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.