დედამიწის ატმოსფეროს შემადგენელი გაზების ფიზიკური ნაზავი - მნიშვნელოვანი ეკოლოგიური პროდუქტი. ჰაერიდან მცენარეები ფოტოსინთეზისთვის ნახშირორჟანგს ღებულობენ, ხოლო ორგანიზმების უმეტესი ნაწილი სუნთქვისთვის - ჟანგბადს, ბიოლოგიური აზოტფიქსატორები კი, - აზოტს. დედამიწის ზედაპირთან მშრალი და სუფთა ჰაერი შეიცავს, მოცულობით, 78.9% აზოტს, 20,95% ჟანგბადს, 0.03% ნახშირორჟანგს. სხვა აირებზე მთელი მოცულობის 0.01% -ზე ნაკლები მოდის. ინტენსიური შერევის გამო, ჰორიზონტალური და ვერტიკალური მიმართულებით ჰაერის შემადგენლობა 80–100 კმ სიმაღლებამდე მუდმივია.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.