გამთბარი (გაცივებული) და კედლის დაფარვით და მოჭიქული ფანჯრის ღიობებით ნაწილობრივ გაფილტრული, ატმოსფერული ჰაერი. იგი შედგენილობით ახლოსაა დასახლებული ადგილების ჰაერთან, მაგრამ მასში უფრო მაღალია ნახშირორჟანგის შემცველობა, დაბალია ჟანგბადის შემცველობა და, ჩვეულებრივ, უფრო მაღალია რადიოაქტიურობა, განსაკუთრებით ზოგიერთი ხარისხის ბეტონისა და სილიკატური აგურების შენობებში და საძირკვლში გრანიტის არსებობისას. ასეთ სახლებში ჰაერის ნორმალური შემადგენლობის შესანარჩუნებლად საჭიროა მისი მოძრაობა დაახლოებით 0.1 მ/წმ სიჩქარით. სადგომების ჰაერის ხარისხზე მნიშვნელოვან გავლენას გათბობის სისტემები და სამზარეულოები ახდენენ, განსაკუთრებით გაზქურებით აღჭურვილი.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.