&
K R

ჰა ჰე ჰი ჰო ჰუ
ჰაბ ჰაე ჰალ

ჰაერის მასების კლასიფიკაცია

ჰაერის მასები კლასიფიცირდება, უპირველეს ყოვლისა, მათი ფორმირების ცენტრების მიხედვით, ერთ - ერთ განედურ სარტყელში მდებარეობის მიხედვით. გეოგრაფიული კლასიფიკაციის მიხედვით, ჰაერის მასები შეიძლება დაიყოს მთავარ გეოგრაფიულ ტიპებად იმ განედური ზონების მიხედვით, რომლებშიც მდებარეობს მათი ცენტრები: არქტიკის ან ანტარქტიდის ჰაერი; ზომიერი ჰაერი; ტროპიკული ჰაერი; ეკვატორული ჰაერი. არქტიკულ (ა) და პოლარულ (პ) ჰაერის მასებს აქვთ დაბალი ტემპერატურა და მცირე ტენიანობა. განსხვავება ამ ჰაერის მასებს შორის მცირეა, მაგრამ ის ასახავს გარკვეულ განსხვავებას ცენტრებში, რომლებშიც მასები იქმნება. ტროპიკული (ტ) და ეკვატორული (ე) ჰაერის მასები - თბილი და ნოტიოა. მათ შორის განსხვავებაც მცირეა, მაგრამ ასევე დამახასიათებელია სხვადასხვა ცენტრში წარმოქმნილი ჰაერის ორი მასისთვის. გარდა ამისა, ჰაერის მასები, წარმოქმნილი ოთხ ძირითად კერაში, რომლებიც აისახება ამ მასების სახელებით, შემდგომ იყოფა ზედაპირის ტიპის მიხედვით, რომელზედაც ისინი ჩამოყალიბდნენ. განასხვავებენ კონტინენტურ (კ), შედარებით მშრალ, ხმელეთზე წარმოქმნილ ჰაერის მასებს და, წყალსატევებიდან აორთქლების შედეგად წარმოქმნილ, შედარებით ნოტიო -საზღვაო (ზ) ჰაერის მასებს.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9