&
K R

ჰა ჰე ჰი ჰო ჰუ
ჰაბ ჰაე ჰალ

ჰაერის შედგენილობა

ჰაერის შემადგენელი ნივთიერებების სახეობები და რაოდენობა, რომლებიც გამოიხატება მთლიანი მოცულობის ან მასის პროცენტებში. დედამიწის ატმოსფერო წარმოადგენს, ჰაერის საერთო სახელით ცნობილ, გაზურ ფენას, რომელიც შენარჩუნებულია დედამიწის გრავიტაციით, აკრავს პლანეტას და ქმნის მის პლანეტარულ ატმოსფეროს. მოლური ფრაქციის მიხედვით (ანუ მოლეკულების რაოდენობის მიხედვით), მშრალი ჰაერი შეიცავს 78.08% აზოტს, 20.95% ჟანგბადს, 0.93% არგონს, 0.04% ნახშირორჟანგს და მცირე რაოდენობით სხვა გაზებს. ჰაერი ასევე შეიცავს წყლის ორთქლის ცვალებად რაოდენობას, საშუალოდ დაახლოებით 1% ზღვის დონეზე და 0.4% მთელ ატმოსფეროში. ჰაერის შემადგენლობა, ტემპერატურა და ატმოსფერული წნევა მერყეობს ზღვის დონიდან სიმაღლესთან დაკავშირებით. ატმოსფეროში ჰაერი, რომელიც შესაფერისია ხმელეთის მცენარეების ფოტოსინთეზისთვის დახმელეთის ცხოველების სუნთქვისთვის გამოსაყენებლად, მხოლოდ დედამიწის ტროპოსფეროშია.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9