ქიმიკატები, რომლებიც ცნობილია ან სავარაუდოა, რომ ვევს კიბოს ან ანმრთელობის გაუარესების სხვა სერიოზულ ეფექტებს, როგორიცაა რეპროდუქციული ეფექტები ან თანდაყოლილი დეფექტები, ან გარემოზე მავნე ზემოქმედებას. ჰაერის ჩამოთვლილ მავნე დამაბინძურებლებს მიეკუთვნება ბენზოლი, რომელიც გვხვდება ბენზინში; პერქლორეთილენი, გამოყოფილი ზოგიერთი ქიმწმენდის ობიექტებიდან; და მეთილენქლორიდი, რომელიც გამოიყენება როგორც გამხსნელი საღებავების მრეწველობაში; ასევე დიოქსინი, აზბესტი, ტოლუოლი და ლითონები, როგორიცაა კადმიუმი, ვერცხლისწყალი, ქრომი და ტყვიის ნაერთები. ასევე ცნობილია როგორც ჰაერის ტოქსინები.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.