&
K R

ჰა ჰე ჰი ჰო ჰუ
ჰაბ ჰაე ჰალ

ჰალოკლინი

ოკეანოგრ.) - წყლის ფენა, რომელშიც მარილიანობა მკვეთრად იცვლება სიღრმესთან ერთად (შეინიშნება დიდი ვერტიკალური მარილიანობის გრადიენტი). ქიმიოკლინის ერთ-ერთი სახეობა. ვინაიდან მარილიანობა გავლენას ახდენს წყლის სიმკვრივეზე, ჰალოკლინს შეუძლია მისი ვერტიკალური სტრატიფიკაციის (შრეებად დაშლის) როლი შეასრულოს. მარილიანობის მატება 1კგ/მ3-ით იწვევს ზღვის წყლის სიმკვრივის ზრდას, დაახლოებით, 0.7 კგ/მ3-ით. შუა განედებში, აორთქლების პროცესების სიჭარბე ნალექიანობის პროცესებთან შედარებით, ზედაპირული წყლების სიღრმისეულ წყლებზე უფრო მაღალ მარილიანობას განაპირობებს. თუ მათი მარილიანობა საკმარისად მაღალი ხდება, ისინი იძირებიან (თუმცა ამას ხელს უშლის მათი უფრო მაღალი ტემპერატურა, რომელიც ამცირებს მათ სიმკვრივეს). ამ შემთხვევაში შეიძლება შეინიშნოს ფენომენი, რომელსაც „მარილიანი თითები“ ჰქვია. ამრიგად, ამ რეგიონებში წყლის განშრევება შენარჩუნდება ტემპერატურული გრადიენტით, ხოლო მარილიანობის ეფექტმა, პირიქით, შეიძლება ხელი შეუწყოს ფენების შერევას. უფრო მაღალი განედების წყლის ობიექტებში (როგორიცაა არქტიკული ოკეანე, ბერინგის ზღვა და სამხრეთ ოკეანე), ზედაპირული წყლები შეიძლება, პირიქით, უფრო ცივი იყოს, ვიდრე სიღრმისეული წყლები. ამ შემთხვევაში, წყლის განშრევება სტაბილიზდება მხოლოდ მარილიანობის მატებით სიღრმესთან ერთად, ხოლო ჰალოკლინი ზედაპირულ წყლების იზოლირებას ახდენს სიღრმისეულიდან. ეს ხელს უწყობს ყინულის წარმოქმნას, ასევე ზღუდავს ნახშირორჟანგის გამოყოფას ატმოსფეროში. ჰალოკლინი ასევე კარგად არის გამოსახული ფიორდებში და ესტუარებში წყლის მცირე შერევით, სადაც მატერიკიდან მტკნარი წყალი მიედინება ოკეანის ზედაპირზე.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9