(ლათინური. herba - ბალახი და caedo - ვკლავ) - არასასურველი მცენარეულობის გასანადგურებელი ქიმიკატები. მცენარეებზე მოქმედების ხასიათის მიხედვით ჰერბიციდები არის ერთიანი მოქმედების (ანადგურებს ყველა სახეობის მცენარეს) და შერჩევეთი მოქმედების (ანადგურებს ზოგიერთი სახის მცენარეს). პირველი ტიპის ჰერბიციდებს იყენებენ მცენარეულობის გასანადგურებლად სხვადასხვა დაწესებულებების ირგვლივ; მეორე ტიპისას კულტურული მცენარეების დასაცავად სარეველებისაგან. მაღალი კონცენტრაციის ჰერბიციდები ადამიანის ჯანმრთელობისთვის და ცხოველთა სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენენ.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.