&
K R

ჰა ჰე ჰი ჰო ჰუ
ჰიგ ჰიდ ჰიპ

ჰიდროსფერო

დედამიწის წყლის გარსი, მათ შორის ოკეანეები, ზღვები, მდინარეები, ტბები, მიწისქვეშა წყლები, მყინვარები. ხმელეთის ჰიდროსფერო წარმოდგენილია ოკეანეებით, ზღვებით, ტბებით, მდინარეებისა და სხვა ზედაპირული წყლის ობიექტებით, ყინულის საფარით და აგრეთვე ატმოსფეროს ტენით. ის დედამიწის ზედაპირის დაახლოებით 70.8% იკავებს, მისი მასა 1.4∙1018 ტონას შეადგენს, საიდანაც 98.30% კონცენტრირებულია ზღვებში და ოკეანეებში, 1.25% - მატერიკის ყინულში და 0.45% - ტბებში, მდინარეებსა და ჭაობებში აღირიცხება. მიწისქვეშა ჰიდროსფერო ყველა სახის მიწისქვეშა წყლების ერთობლიობით არის წარმოდგენილი. ჩვეულებრივ, მიწისქვეშა ჰიდროსფეროების ქვედა საზღვარი მდებარეობს კრიტიკული ტემპერატურის ზონის გასწვრივ, რომელიც 8 - 16 კმ სიღრმეზე მდებარეობს. მიწისქვეშა ჰიდროსფერო შედის მთელ ლითოსფეროში და მასთან ერთიან ჰიდროლითოსფეროს ქმნის.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9