(ძველი. ბერძნული. ὑπό - ქვემოთ და οξογόνο - ჟანგბადი; ჟანგბადის შიმშილი) - შემცირებული ჟანგბადის შემცველობა ორგანიზმში ან ცალკეულ ორგანოებსა და ქსოვილებში; - ასევე, მდგომარეობა, რომელიც წყლის გარემოში გახსნილი ჟანგბადის დაბალი დონით ხასიათდება. ჰიპოქსია წარმოიქმნება ორგანიზმში, სისხლში (ჰიპოქსემია) ან ქსოვილებში (ქსოვილოვანი სუნთქვის დარღვევისას) მაშინ, როდესაც ჩასუნთქულ ჰაერში ჟანგბადის ნაკლებობაა. თუ ჰიპოქსიური ზემოქმედების სიძლიერე ან ხანგრძლივობა აღემატება სხეულის, ორგანოს ან ქსოვილის ადაპტაციურ შესაძლებლობებს, მათში ვითარდება შეუქცევადი ცვლილებები. ჟანგბადის დეფიციტის მიმართ ყველაზე მგრძნობიარეა ცენტრალური ნერვული სისტემა, გულის კუნთი, თირკმელების ქსოვილები და ღვიძლი.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.