&
K R

ჰა ჰე ჰი ჰო ჰუ
ჰომ

ჰომეოსტაზი

(ძველი.ბერძნული. ὁμοιοστάσις წარმოქმნილია - ὁμοιος - მსგავსი და στάσις - უძრაობა -დან) ა) ცვლადი გარე ფაქტორების პირობებში, ორგანიზმის ბიოლოგიური სისტემის შინაგანი გარემოს ფუნქციების შიდა თვისებების შედარებით მუდმივობის შენარჩუნება; ბ) ფიზიკურ - ქიმიური თვისებების შედარებითი დინამიკური მუდმივობა და ძირითადი ფიზიოლოგიური ფუნქციების მედეგობა. ადამიანისა, დაუმაღლეს ცხოველთა ყველაზე სრულყოფილი ჰომეოსტაზური მექანიზმია თერმორეგულაცია. ჰომეოსტაზის შენარჩუნებაში დიდი როლი ეკუთვნის ნერვულ და ენდოკრინულ სისტემას. მცენარეების ჰომეოსტაზის მაგალითია წყლით მომარაგების მუდმივობის შენარჩუნება ფოთლების ბაგეების გახსნისა და ჩაკეტვის გზით. ჰომეოსტაზის ცნებას იყენებენ აგრეთვე ორგანიზმთა თანასაზოგადოების მიმართ, მაგალითად, ჰომეოსტაზს უწოდებენ ბიოცენოზში ინდივიდების შემადგენლობისა და რაოდენობის მუდმივობას.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9