&
K R

ჰა ჰე ჰი ჰო ჰუ
ჰუმ

ჰუმიდური კლიმატი

(ლათინური. humidus - ტენიანი) ზედმეტად ნოტიო კლიმატი, რომლის დროსაც მოსული ნალექების რაოდენობა ბევრჯერ აღემატება აორთქლებას. დამახასიათებელია ეკვატორული (ტროპიკული) და ზომიერი (ჩრდილოეთის და სამხრეთის) ზონებისთვის. ჰუმინები - ჰუმინური მჟავების და ფულვომჟავების კომპლექსი, რომელიც ძალიან მჭიდრო კავშირშია ნიადაგის მინერალურ ნაწილთან და მისგან არ გამოიყოფა ჰუმუსური მჟავების ექსტრაგირების ჩვეულებრივი მეთოდების დახმარებით. ჰუმინური მჟავები - მჟავე ხასიათის სპეციფიკური ბუნებრივი მაღალი მოლეკულური ნაერთები, რომლებიც წარმოიქმნებიან ძირითადად მცენარეული ნარჩენების ტრანსფორმაციის დროს, ცოცხალი ორგანიზმების გარეშე, მეზოფაუნის, მიკროორგანიზმების და აბიოტური ფაქტორების ზემოქმედებით
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9