(ლათინური. humus - მიწა, ნიადაგი და ლათ. facio - ვაკეთებ) - პროცესი, რომლის დროსაც ორგანული ნარჩენების დაშლის პროდუქტები ჰუმუსოვან ნივთიერებად გარდაიქმნება. ჰუმიფიკაციის პროცესზე გავლენას ახდენს ტემპერატურა, ტენიანობა, აერაცია, ნიადაგის ქიმიური თვისებები, დასაშლელი ორგანული ნივთიერების ქიმიური შედგენილობა და სხვა. ნიადაგში ხდება ორგანული ნივთიერების დაშლა და სინთეზი. ამ პროცესში მონაწილეობენ მაკროორგანიზმები. აღნიშნული ბიოქიმიური გარდაქმნების შედეგად წარმოიშობა ახალი ჰუმოსოვანი ნივთიერებები - ჰუმინ, ულმინ და ფულვომჟავები. ნიადაგში ჰუმუსის შეკავება - დამაგრებას (ჰუმიფიქსაცია) ხელს უწყობს Ca, რომლის მოქმედებით ხდება კოაგულაცია და წარმოიქმნება შეუქცევადი მტკიცე ორგანულ - მინერალური ნაერთები.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.