(ნეშომპალა, ლათინურად. humus - მიწა, ნიადაგი) - ნიადაგის ორგანული, ჩვეულებრივ, მუქად შეფერილი ნაწილი, რომელიც წარმოქმნილია მცენარეული და ცხოველური ნარჩენების ბიოქიმიური გარდაქმნების შედეგად და შეადგენს ნიადაგის ორგანული ნივთიერებების მთლიანი რაოდენობის 85–90%. იგი დიდწილად განსაზღვრავს ნიადაგის ნაყოფიერებას, შეიცავს მცენარეთა კვებისათვის საჭირო ძირითად ელემენტებს, რომლებიც კროორგანიზმების ზემოქმედებით მათთვის ადვილად შესათვისებელ ფორმას ღებულობენ. ჰუმუსი ნიადაგის ორგანული ნივთიერებების რთულ კომპლექსს წარმოადგენს, რომლის სპეციფიკური ნაწილია ჰუმუნომჟავები (დიდი მნიშვნელობა აქვთ ნიადაგის ნაყოფიერებისათვის) და ფულვომჟავები (კრენისა და აპოკრენის), რომლებიც ურთიერთქმედებენ ნიადაგის მინერალურ ნაწილთან და მის კომპონენტებთან რთულ ორგანომინერალურ ნაერთებში. ჰუმუსს განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შავმიწები შეიცავენ. საქართველოს შავმიწებში ჰუმუსი 7%, რუსეთის შავმიწებში 12% აღწევს. შედარებით მცირე რაოდენობითაა ჰუმუსი ეწერ და რუხ ნიადაგებში.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.