(ძველი ბერძნული ἀστήρ - ვარსკვლავი, მნათობი და φυσικά - ბუნება) - ასტრონომიის განხრა, რომელიც იყენებს ფიზიკისა და ქიმიის პრინციპებს და სწავლობს ფიზიკურ პროცესებს ასტრონომიულ ობიექტებში, როგორიცაა ვარსკვლავები, გალაქტიკები, ეგზოპლანეტები და ასე შემდეგ. ასტროფიზიკა არის ციური სხეულების აგებულების მოძღვრება. ასტროფიზიკა მზის,პლანეტების, კომეტების, ვარსკვლავების და ნისლოვანების ფიზიკური თვისებების და (კოსმოქიმიასთან ერთად) ქიმიური შემადგენლობის კვლევით არის დაკავებული. ასტროფიზიკის ძირითადი ექსპერიმენტული მეთოდები: სპექტრული ანალიზი, ფოტოგრაფია და ფოტომეტრია, ჩვეულებრივ ასტრონომიულ დაკვირვებებთან ერთად.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.