ბითუმების ნაერთი რუხი ფერის ფისისებური მასა, რომლითაც გზების, ქუჩების, მოედნების ზედაპირს ფარავენ. განასხვავებენ ბუნებრივსა და ხელოვნურ ასფალტს. ბუნებრივი ასფალტი ნავთობისაგან წარმოიქმნება. საქართველოში ცნობილია ნატანების, ელდარისა და შირაქის ასფალტის საბადოები, გაგრის ასფალტოვანი ქანები და სხვა.ხელოვნური ასფალტი ბიტუმისა და დაქუცმაცებული მინერალური შემვსების (უმთავრესად კირქვის) ნარევია. მას ფართოდ იყენებენ იატაკისა და ტროტუარის დასაგებად, გზის საფრად და სხვა ასფალტის კომპონენტების კანცეროგენული თვისებების შესახებ მრავალი ცნობა არსებობს.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.