&
K R

აა აბ აგ ად აე ავ აზ აკ ალ ამ ან არ ას ატ აუ აქ აღ აც
ატმ ატო

ატმოსფეროს დაბინძურების პოტენციალი

(ადპ) - წარმოადგენს იმ მეტეოროლოგიური ფაქტორების ერთობლიობას, რომელიც განაპირობებს ატმოსფეროს დაბინძურების შესაძლო დონეს და მის თვითგანწმენდის პირობებს გამონაბოლქვთა ფიქსირებული სიდიდის პირობებში. ამ პარამეტრის გასაანგარიშებლად სარგებლობენ მეტეოროლოგიური დაკვირვებების მასალით: მიწისპირა ინვერსიებზე; 0-1მ/წმ სიჩქარის სუსტ ქარებზე; მიწისპირა ინვერსიებზე ნისლების გარეშე; ნისლიანობაზე და ჰაერის უძრაობაზე.განსახილველ ტერიტორიაზე მეტეოროლოგიური პირობების პრაქტიკულად ერთგვაროვნების პირობებში, სხვადასხვა რაიონებისათვის ისინი მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან თავისი განმეორადობით. ეს კი, გარემოს დაბინძურების ეფექტებზე მათი ზემოქმედების შეფასების საშუალებას იძლევა.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9