მეცნიერება, რომელიც სწავლობს ატმოსფეროში მიმდინარე სხვადასხვა ფიზიკურ მოვლენებსა და პროცესებს. მათ შორისაა სითბოს შთანთქმა და გამოსხივება, ჰაერის გათბობა და გაგრილება, მისი დინება და ცირკულაცია, წყლის ორთქლის აორთქლება და კონდენსაცია ღრუბლებისა და ნისლების სახით და მრავალი სხვა. მეტეოროლოგიის განხრა, რომელიც სწავლობს ატმოსფეროში მიმდინარე პროცესებისა და მოვლენების ფიზიკურ კანონზომიერებებს, მათ შორის, რომლებიც განსაზღვრავენ თავად ატმოსფეროს სტრუქტურას: ატმოსფეროს შემადგენელი გაზების თვისებები, მათ მიერ რადიაციის შთანთქმა და გამოსხივება, ტემპერატურისა და წნევის განაწილება, წყლის ორთქლის აორთქლება და კონდენსაცია, ღრუბლებისა და ნალექების წარმოქმნა, ატმოსფეროში მოძრაობის სხვადასხვა მცირე მასშტაბის პროცესის აღწერა სიდიდეების დახმარებით, რომლებიც ახასიათებენ საშუალო ატმოსფერულ პირობებს უფრო დიდ მასშტაბებში, რომელთა ფონზე ვითარდება შესასწავლი პროცესები.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.