&
K R

აა აბ აგ ად აე ავ აზ აკ ალ ამ ან არ ას ატ აუ აქ აღ აც
ატმ ატო

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის ეკოლოგიური ნორმატივი

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის კრიტერიუმი, რომელიც ასახავს ატმოსფერულ ჰაერში მავნე (დამაბინძურებელ) ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვებ მაქსიმალურ შემცველობას და რომლის დროსაც არ აღინიშნება მავნე ზემოქმედება ბუნებრივ გარემოზე დასახლებულ პუნქტებში ატმოსფერული ჰაერის ხარისხი ადამიანის კომფორტისა და ჯანმრთელობის მაჩვენებელია. ჰაერის მაჩვენებლების შესაფასებლად ტარდება რეგულარული მონიტორინგი (შესაბამისი პროტოკოლების შედგენით). ატმოსფერული ჰაერის ხარისხის ყველა ნორმატივი იყოფა სამ ჯგუფად: - სანიტარულ - ჰიგიენური, ეკოლოგიური და დამხმარე:პირველი ჯგუფის ნორმატივების მიზანია - ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მაჩვენებლების განსაზღვრა ადამიანის ჯანმრთელობასთან მიმართებაში. ის არის რეგულაციების ყველაზე დამუშავებული ნაწილი;მეორე ჯგუფი ადგენს მოთხოვნებს მავნე ზემოქმედების წყაროს მიმართ, ზღუდავს მის აქტივობას გარკვეული ზღვრული მნიშვნელობით; - მესამე ჯგუფის ნორმატივების მიზანია, ორგანიზაციული სტრუქტურების საქმიანობაში და ეკოლოგიური ურთიერთობების სამართლებრივი რეგულირებაში გამოყენებული ტერმინოლოგიის ერთიანობის უზრუნველყოფა.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9