(ინგლ. atmophile elements) - ნორვეგიელი გეოქიმიკოსის ვიქტორ გოლდშმიდტის კლასიფიკაციის მიხედვით (გერმ. Victor Moritz Goldschmidt, 1888 -1947) ქიმიური ელემენტების ჯგუფი, გამოყოფილი მათი აირისებრი ნაერთების უპირატესი როლის საფუძველზე გეოქიმიურ პროცესებში და ბევრი მათგანის ატმოსფეროში დაგროვების მიხედვით. მათ შორისაა H, B, C, N, Cl, Br, I, He, Ne, Ar, Kr, Xe, რომლებიც ან თავისუფალ მდგომარეობაში თვითონ არიან აირები (N2, He და ა.შ.), ან გეოლოგიურ გარემოში სტაბილურ აირისებრ ნაერთებს ქმნიან (CO2, H2O და სხვა). აირისებრი ნაერთების სტაბილურობა განაპირობებს: მათ მაღალ ბილურობას გეოლოგიურ პროცესებში, გატანას და კონცენტრაციას დედამიწის ზედაპირზე დეგაზირების პროცესებში, მათ განსაკუთრებულ მნიშვნელობას (პირველ რიგში წყლის), როგორც დედამიწის ქერქში ელემენტების დიდი მასის გადატანის საშუალების და მნიშვნელოვან როლს ბიოგეოქიმიურ პროცესებში. ჟანგბადი, რომელიც შეადგენს ლითოსფეროს 47%-ს, ქლორი, ბრომი და იოდი ასევე კლასიფიცირდება როგორც ითოფილური ელემენტები, ხოლო ნახშირბადი, როგორც სიდეროფილი ელემენტები.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.