კონკრეტულ ტერიტორიის საზღვრებში მდებარე, მოცემულ რეჟიმში და სამუშაო პირობებში ენერგიის წარმოებისთვის აუცილებელი, ბირთვული რეაქტორი კომპლექსური სისტემებით, მოწყობილობებით, დანადგარებით, შენობებითა და პერსონალით, ელექტროენერგიის წარმოებისთვის განკუთვნილი ატომური ელექტრული სადგური (აეს). გათბობისა და ცხელი წყალმომარაგების მიზნებით თბური ენერგიის წარმოებისთვის განკუთვნილი ატომური სადგური – თბომომარაგების ატომური სადგური (თას). ტექნოლოგიური მიზნებით ენერგიისა და ელექტროენერგიის საწარმოებლად განკუთვნილი ატომური სადგური –ატომური ენერგოტექნოლოგიური სადგური (აეტს).
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.