&
K R

ბა ბე ბი ბო ბრ ბუ
ბიო ბირ ბიფ

ბირთვული ენერგეტიკა

(ატომური ენერგეტიკა) - ენერგეტიკული ინდუსტრიის განხრა, რომელიც ეწევა ელექტრო და თერმული ენერგიის წარმოებას ბირთვული ენერგიის გარდაქმნით. ჩვეულებრივ, ბირთვული ენერგიის მისაღებად გამოიყენება პლუტონიუმ - 239 ან ურანი - 235 ბირთვების ჯაჭვური ბირთვული დაშლის რეაქცია.ბირთვების დაშლა ხდება მათზე ნეიტრონის მოხვედრისას და მიიღება ახალი ნეიტრონები და დაშლის ფრაგმენტები. დაშლის ნეიტრონებს და დაშლის ფრაგმენტებს აქვთ მაღალი კინეტიკური ენერგია. დაშლის ფრაგმენტების სხვა ატომებთან შეჯახების შედეგად ეს კინეტიკური ენერგია სწრაფად გარდაიქმნება სითბოდ. ბირთვული ენერგია იწარმოება ატომურ ელექტროსადგურებში, გამოიყენება ატომურ ყინულმჭრელებზე, ატომურ წყალქვეშანავებზე. არგუმენტები ბირთვული ენერგიის განვითარების სასარგებლოდ: - ენერგიის შედარებითი სიიაფე, ნარჩენების მცირე რაოდენობა (წარმოებული ენერგიის ერთეულის მიხედვით, ის ათასობითჯერ ნაკლებია, ვიდრე ქვანახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურებზე); - ატმოსფეროში სათბურის აირების ემისიის არ არსებობა.მსოფლიოში არსებული ყველა ატომური ელექტროსადგურის დახურვისთვის საჭიროა ყოველწლიურად დამატებით 630 მილიონი ტონა ნახშირის დაწვა, რასაც თან ახლავს ატმოსფეროში 2 მილიარდი ტონა ნახშირორჟანგის და 4 მილიონი ტონა ტოქსიკური რადიოაქტიური ფერფლის გამოყოფა. ეს გამოიწვევს სიკვდილიანობის 50-ჯერ ზრდას ატმოსფერული დაბინძურების გამო და სათბურის ეფექტის გაძლიერებას. არგუმენტები ბირთვული ენერგიის განვითარების წინააღმდეგ: ბირთვული საწვავის ციკლის სრული უსაფრთხოების უზრუნველყოფის სირთულე, ატომურ ელექტროსადგურებზე ავარიების რისკი.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9