(ძველი ბერძნული αὐτός - თვითონ) - ეკოლოგიის დარგი, რომელიც ცალკეულ ორგანიზმებზე, პოპულაციებზე და სახეობებზე (მცენარეულთა, ცხოველთა, სოკოების, ბაქტერიების) ბუნებრივი გარემოს ფაქტორების გავლენას სწავლობს. აუტეკოლოგიის ამოცანაა - სხვადასხვა ეკოლოგიურ პირობებთან: დატენიანების რეჟიმთან, მაღალ და დაბალ ტემპერატურებთან, ნიადაგის დამლაშიანებასთან (მცენარეებისათვის) სახეობების ფიზიოლოგიური, მორფოლოგიური და სხვა შეგუებათა (ადაპტაციების) შესწავლა. უკანასკნელ წლებში აუტეკოლოგიას ახალი ამოცანა გაუჩნდა – გარემოს ქიმიური და ფიზიკური დაბინძურების რადიოაქტიური დაბინძურების ჩათვლით) სხვადასხვა ვარიანტებზე ორგანიზმების რეაგირების შესწავლა. დემეკოლოგიისა და სინეკოლოგიისგან განსხვავებით, რომელთა ყურადღება გამახვილებულია მრავალი ორგანიზმისგან შემდგარი პოპულაციებისა და ეკოსისტემების გარემოსთან ურთიერთობის შესწავლაზე, იგი სწავლობს ინდივიდუალურ ორგანიზმებს ფიზიოლოგიასთან გადაკვეთაზე.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.