პლანეტა დედამიწის ყველაზე ნაკლებად შესწავლილი ფენა ბაზალტის ფენაა. სეისმოლოგიაში „ბაზალტის ფენა“ ეწოდება დედამიწის ქერქის ქვედა ფენას, რომელიც გამოირჩევა ბაზალტებისთვის დამახასიათებელი გრძივი სეისმური ტალღების გაზრდილი სიჩქარით (VP = 6.5–7.2 კმ/წმ). შედგება ძირითადი შემადგენლობის ქანებისგან, უპირატესად რკინის მაღალი შემცველობით. მისთვის მიღებულია სიმკვრივის მნიშვნელობა 2.75 - 3.0 გ/სმ3 .კონტინენტური ქერქის ქვეშ ბაზალტის ფენის სისქე 15-35 კმ-ია. ოკეანეების ქვეშ მისი სისქე ნაკლებია - 4-დან 10 კმ-მდე.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.