&
K R

ბა ბე ბი ბო ბრ ბუ
ბაზ ბათ ბალ ბარ ბაქ

ბათიპელაგიური ზონა

ან ბათიალური ზონა (ბერძნული βαθύς (bathýs), ღრმა) - მსოფლიო ოკეანის ფსკერის ეკოლოგიური ღრმაწყლიანი ნაწილი, რომელიც ვრცელდება ოკეანის ზედაპირის ქვემოთ 1000-დან 4000 მ-მდე (3300-დან 13000 ფუტამდე). იგი მდებარეობს მეზოპელაგიური და აბისოპელაგიური ან უფსკრულის ზონებს შორის. ბათიპელაგიური ზონა ასევე ცნობილია როგორც "შუაღამის ზონა" მზის შუქის ნაკლებობის გამო; ეს თავისებურება არ იძლევა, ფოტოსინთეზით განპირობებული, პირველადი პროდუქციის წარმოების საშუალებას, რაც ხელს უშლის ფიტოპლანქტონის ან წყლის მცენარეების ზრდას. მიუხედავად იმისა, რომ ის მოცულობით უფრო დიდია ვიდრე ფოტიკური ზონა, ადამიანის ცოდნა ბათიპელაგიური ზონის შესახებ არასრულია, ოკეანის სიღრმეების შესწავლის შეზღუდული შესაძლებლობის გამო. ცოცხალი მცენარეების არარსებობის პირობებში, გარეული ცხოველები არსებობენ სხვა ცხოველებზე ნადირობით ან ზღვის "თოვლის", ზედა ერიტორიებიდან დეტრიტების მოხმარებით. ბათიპელაგიური ზონის არსებები ცხოვრობენ ინტენსიური წნეხის ქვეშ, თუმცა, მათი სხეული და ორგანიზმი ადაპტირებულია მათ ზემოთ ათასობით მეტრის წყლის წნევასთან. როდესაც ეს არსებები ზღვის დონეს უბრუნდებიან, ისინი თითქოს იყინებიან. სინამდვილეში, ატმოსფერული წნევა არ არის საკმარისი მათი ორიგინალური ფორმის შესანარჩუნებლად.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9