&
K R

ბა ბე ბი ბო ბრ ბუ
ბაზ ბათ ბალ ბარ ბაქ

ბაქტერიები

(ბერძ. βακτήριον - ჩხირი) - 0,1–10 მიკრონის სიგრძის, სფეროსებრი, ჩხირისებრი ან სპირალისმაგვარი პროკარიოტული (არა ბირთვული) ერთუჯრედიანი ორგანიზმები. დღეისათვის აღწერილია ათი ათასამდე ბაქტერიათა სახეობა და ვარაუდობენ, რომ მათი რაოდენობა რამდენიმე მილიონს აღემატება. ისინი უბრალო განივი გაყოფის გზით მრავლდებიან. ბაქტერიები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ნებისმიერი ეკოსისტემისა და მთლიანად ბიოსფეროს ფუნქციონირებაში. მათ წამყვანი როლი ეკუთვნით საკვები ელემენტების მიმოქცევაში. ბაქტერიების სიმრავლით, განსაკუთრებით, ორგანული ნივთიერებებით მდიდარი ნიადაგები ხასიათდებიან. კვების მეთოდის მიხედვით, ბაქტერიები აუტოტროფულზე და ჰეტეროტროფულზე იყოფიან. აუტოტროფული ბაქტერიები ნახშირბადს ნახშირბადის იოქსიდისგან ღებულობენ. CO2 - დან მიღებული ნახშირბადის თავიანთი სხეულების ორგანულ შენაერთებში გარდაქმნისათვის, ისინი ან მზის ენერგიას (ფოტოსინთეზი), ან გარკვეული მინერალური ნივთიერებების ჟანგვის ქიმიურ ენერგიას (ქემოსინთეზი) იყენებენ. ფოტოსინთეზის მიმართ უნარიანობა ფერადი ბაქტერიების მცირე ჯგუფს (მწვანე და მეწამული გოგირდბაქტერიები) გააჩნია, რომლებიც მაფოტოსინთეზირებელ პიგმენტებს შეიცავენ. ქიმიოსინთეზირების ბაქტერიები ფართოდ არიან გავრცელებული ნიადაგებსა და ბუნებრივ წყლებში. მათ შორისაა ნიტრიფიკაციის ბაქტერიები, რკინაბაქტერიები, უფერო გოგირდბაქტერიები, წყალბადის და თიოიანი ბაქტერიები. ჰეტეროტროფიული ბაქტერიები მზა ორგანული ნაერთების ნახშირბადს ითვისებენ. ეს ბაქტერიები ძალიან ფართოდ გვხვდება ბუნებაში და ნახშირბადის წყაროებთან სპეციფიკური დამოკიდებულებით განსხვავდებიან. გარკვეული ფიზიოლოგიური ჯგუფის ბაქტერიებს შეუძლიათ ცალკეული ორგანული ნივთიერებები კვებისა და ენერგიის წყაროდ გამოიყენონ, ხოლო სხვა ორგანული ნივთიერებები მათთვის შეიძლება უვარგისი ან შხამიანიც კი, იყოს. ასეთი დამოკიდებულება ნახშირბადის წყაროებთან მიმართებაში ორგანიზმებისათვის ხელმისაწვდომი ნახშირბადის ყველა შენაერთების ბიოლოგიურ მიმოქცევაში ჩართვის საშუალებას იძლევა. სუნთქვის ტიპის მიხედვით ბაქტერიები იყოფიან აერობულზე, რომლებიც მოითხოვენ თავისუფალ (მოლეკულურ) ჟანგბადს და ანაერობულზე, რომელთაც ის არ სჭირდებათ. ანაერობულ ბაქტერიებს შორის გვხვდებიან ობლიგატური ბაქტერიები, რომლებიც მოლეკულური ჟანგბადის გარეშე ვითარდებიან და პირობითი (ფაკულტატიური ბაქტერიები), რომელთაც როგორც თავისუფალი ჟანგბადის გარეშე, ისე მის არსებობის პირობებში შეუძლიათ არსებობა.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9