(ბენზპირენი - C20H12) – შენაერთი პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების ჯგუფისგან, ფართოდ გავრცელებული კანცეროგენური ნივთიერება. დაიკვირვება სამრეწველო ნარჩენების აიროვან შემადგენლობაში, ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვებში, თამბაქოს კვამლში, საკვების წვის პროდუქტებში. ბუნებრივ გარემოში შემოსული ბენზ(ა)პირენის 40% - მდე შავ მეტალურგიაზე, თბოენერგეტიკაზე - 26%, ხოლო ქიმიურ მრეწველობაზე - მისი 16% მოდის. საფრთხის პირველი კლასის ქიმიური ნაერთი, რომელიც იწვევს ონკოლოგიურ დაავადებებებს.რომელსაც შეუძლია ორგანიზმში შეაღწიოს კანის, სასუნთქი ორგანოების, კუჭ - ნაწლავის ტრაქტის, პლაცენტის მეშვეობით. გარდა იმისა, რომ კანცეროგენია, ბენზ(ა)პირენს აქვს მუტაგენური, ემბრიოტოქსიური და ჰემატოტოქსიური ეფექტი.ბენზ(ა)პირენი არის ადამიანის საქმიანობის და ტექნოლოგიური პროგრესის შედეგი. წარმოიქმნება ნახშირწყალბადების თხევადი, მყარი და აირისებრი საწვავის წვის დროს (ნაკლებად - აირისებრი საწვავის წვის დროს). მისი გამოსვლა შესამჩნევად მცირდება წვის შემდგომი სანთურების გამოყენებისას 1.1-ზე მაღალი ჟანგვის ეფექტურობით (თუმცა, ეს, თავის მხრივ, ზრდის აზოტის ოქსიდების კონცენტრაციას).ბუნებრივ გარემოში გროვდება ძირითადად ნიადაგში, ნაკლებად - წყალში. ბენზ(ა)პირენის შემცველობა ბუნებრივ პროდუქტებში კონტროლდება თხევადი ქრომატოგრაფიის საშიალებით.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.