(ბერძნ. βένθος - სიღრმე) - ორგანიზმების ერთობლიობა, რომლებიც ცხოვრობენ წყალსაცავების ფსკერზე და მის გრუნტში. "ბენთოსი" - ბერძნულად "სიღრმე", ამ სახელწოდებით აერთიანებს ორგანიზმებს, რომლებიც ცხოვრობენ ოკეანის ფსკერზე და მდინარეების, ზღვების და ოკეანეების ფსკერის გრუნტში.ოკეანოლოგიაში ბენთოსი არის ორგანიზმები, რომლებიც ცხოვრობენ ზღვის ფსკერზე; მტკნარი წყლის ჰიდრობიოლოგიაში, კონტინენტური წყალსაცავებისა და ნაკადულების ფსკერზე მცხოვრები ორგანიზმები; ბენთოსის ჰაბიტატს ბენთალი ეწოდება. ბენთოსთან დაკავშირებულ ცხოველებს ზოობენტოსს უწოდებენ, მცენარეებს კი ფიტობენტოსს. ბევრი პროტისტი ასევე ბენთოსს ეკუთვნის (მაგალითად, ფორამინიფერების უმეტესობა)
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.