პრინციპი, რომ თბილსისხლიან ცხოველთა ფართო სპექტრის სახეობებში სხეულის საშუალო ზომა იზრდება ცივ გარემოში მცხოვრებ პოპულაციებში. ბიოგეოგრაფიული წესი, რომელიც ჩამოაყალიბა 1847 წელს გერმანელმა ანატომმა, ფიზიოლოგმა და ბიოლოგმა კარლ ბერგმანმა (Carl Georg Lucas Christian Bergmann; 1814 - 1865).მსგავსი ფორმების მქონე ჰომოიოთერმული (ბერძნული homoios - მსგავსი, ერთნაირი და therme - სითბო) ცხოველებს შორის უფრო დიდი ზომისანი არიან ისინი, რომლებიც უფრო ცივი კლიმატის პირობებში - მაღალ განედებში ან მთებში ცხოვრობენ თუ არსებობს მჭიდროდ დაკავშირებული სახეობები (მაგალითად, ერთი და იგივე გვარის სახეობები), რომლებიც მნიშვნელოვნად არ განსხვავდებიან მათი კვების და ცხოვრების წესის მიხედვით, მაშინ უფრო დიდი სახეობები ასევე გვხვდება უფრო მკაცრი (ცივი) კლიმატის პირობებში.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.