&
K R

ბა ბე ბი ბო ბრ ბუ
ბიო ბირ ბიფ

ბიოგაზი

გაზი, რომელიც წარმოიქმნება ბიომასაში მეთანის დუღილის შედეგად. ბიომასის ლპობა ხდება მეთანოგენების კლასის ბაქტერიების გავლენით. ბიოგაზს სხვანაირად ჭაობის გაზსაც უწოდებენ. ბიოგაზი შედგება: CH4 50-75%, CO2 25-50%, N2 0-10%, H2S 0-3%, O2 0-2%. ასევე ორგანული ნარჩენებისაგან: ბალახი, ფოთლები, წიწვები, ფეკალური მასა და ასე შემდეგ. ბიოგაზი მზადდება ენერგიის მისაღებად სპეციალურ დანადგარებში, მაგალითად, მეტანტენკში. ინდოეთსა და ჩინეთში ბიოგაზისგან მიღებული ელექტროენერგიის ხარჯზე მნიშვნელოვნად იზოგება ნავთობის ნედლეული: 1ტონა ნაკელი ან სხვა ბიომასა მეთანური ფერმენტაციისას 500 მ3 ბიოგაზს იძლევა, რაც 350 ლიტრი ბენზინის ეკვივანტურია. პირველი დოკუმენტირებული ბიოგაზის დანადგარი აშენდა ბომბეიში, ინდოეთი 1859 წელს. 1895 წელს დიდ ბრიტანეთში ბიოგაზი გამოიყენებოდა ქუჩის განათებისთვის. 1930 წელს, მიკრობიოლოგიის განვითარებასთან ერთად, აღმოაჩინეს ბაქტერიები, რომლებიც მონაწილეობდნენ ბიოგაზის წარმოების პროცესში.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9