&
K R

ბა ბე ბი ბო ბრ ბუ
ბიო ბირ ბიფ

ბიოგენური ქიმიური ელემენტები

(ბერძ.bios - სიცოცხლე და genesis - წარმოშობა) - ქიმიური ელემენტები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ორგანიზმის ცხოველმოქმედების პროცესებში, მუდმივად შედიან ორგანიზმების შემადგენლობაში და კონკრეტული ბიოლოგიური ღირებულება გააჩნიათ. უპირველეს ყოვლისა, ასეთ ელემენტებს მიეკუთვნებიან: ჟანგბადი (ორგანიზმის მასის 70%), ნახშირბადი (18%), წყალბადი (10%), კალციუმი, აზოტი, კალიუმი, ფოსფორი, მაგნიუმი, გოგირდი, ქლორი, ნატრიუმი, რკინა. ( ბიოგეოქიმიური ციკლები). შვნელობა, მაგალითად: ბორი აუცილებელია მცენარეთათვის, ვანადიუმი - ასციდიებისთვის (ზღვის ცხოველების კლასი) და ასე შემდეგ ამა თუ იმ ელემენტის შემცველობა ორგანიზმში დამოკიდებულია არა მხოლოდ მათი სახეობრივ ნიშან - თვისებებზე, არამედ გარემოსა და საკვების შემადგენლობაზე (კერძოდ, მცენარეებისთვის - ნიადაგის გარკვეული მარილების კონცენტრაციებზე და ხსნადობაზე), ორგანიზმის ეკოლოგიურ თვისებებზე და სხვა ფაქტორებზე. ბიოტას დიდი რაოდენობით საჭირო ელემენტებს და მათ ნაერთებს მაკრობიოგენურს უწოდებენ (C, O, N, H, Ca, P, S), ხოლო მცირე რაოდენობით - მიკრობიოგენურს. მცენარეებისთვის ესენია: Fe, Mg, Cu, Zn, B, Si, Mo, Cl, V, Ca, რომლებიც უზრუნველყოფენ ფოტოსინთეზის, აზოტის ცვლის და მეტაბოლურ ფუნქციებს.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9