(ნივთიერებების ბიოგეოქიმიური მიმოქცევა) - ორგანიზმების ცხოველმოქმედებით განპირობებული და ციკლური ხასიათის მატარებელი, ბიოსფეროს სხვადასხვა კომპონენტებს შორის ნივთიერებისა და ენერგიის ცვლა: არაორგანული ნაერთებიდან ქიმიური ელემენტები მცენარეთა და ცხოველური ორგანიზმების მეშვეობით (ორგანული ნივთიერებები) ისევ საწყის მდგომარეობაში გადადიან. ბიოგეოქიმიური ციკლურობის არსის საფუძვლები ვ.ი.ვერნადსკის მიერ, თავის შრომებში ბიოსფეროსა და ბიოგეოქიმიის შესახებ, არის ჩამოყალიბებული.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.