&
K R

ბა ბე ბი ბო ბრ ბუ
ბიო ბირ ბიფ

ბიოგეოსფერო

(ძველი ბერძნული βίος - სიცოცხლე, γῆ - დედამიწა და σφαῖρα - სფერო) - დედამიწის გარსი, რომელშიც კონცენტრირებულია დედამიწის ცოცხალი მატერია, დედამიწის გლობალური ეკოსისტემა.ბიოგეოსფერო უფრო ვიწრო ცნებაა, ვიდრე ბიოსფერო, რომელიც, ბიოგეოსფეროსგან განსხვავებით, ასევე მოიცავს ორგანიზმების გავლენის ქვეშ მყოფ ყველა ფენას და დაკავებულია მათი სასიცოცხლო აქტივობის პროდუქტებით. ბიოგეოსფეროსთან ახლოს მყოფი კიდევ ერთი ცნება არის დედამიწის გეოგრაფიული (ლანდშაფტური) გარსი.ბიოგეოსფერო მდებარეობს დედამიწის ქერქის, ჰიდროსფეროსა და ატმოსფეროს ურთიერთქმედების ზონაში; მას შეიძლება ჰქონდეს სისქე რამდენიმე მეტრიდან (სტეპებში, უდაბნოებში, ტუნდრაში) ათობით და ასეულ მეტრამდე (ტყისა და წყლის თემებში); მისი სტრუქტურა და აქტივობაც იცვლება. ცოცხალი ნივთიერების მასა დედამიწის მასის ათეულ მემილიონედ ნაწილს შეადგენს, მიუხედავად ამისა მას გადამწყვეტი გავლენა აქვს პლანეტის გეოქიმიურ პროცესებზე. ბიოგეოსისტემის ელემენტარული უჯრედი - ბიოგეოცენოზია ბიოგეოსფერო - დედამიწის ერთადერთი გარსია, სადაც ადამიანის სიცოცხლე არის შესაძლებელი. მისგან ადამიანი იღებს ყველაფერს, რაც მასთვის არის საჭირო - წყალი, ჟანგბადი, საწვავი, საკვები, ნედლეული მრეწველობისთვის, მშენებლობისთვის და ასე.შემდეგ. – ამასთან თავად ზემოქმედებს ბიოგეოსფეროზე, მათ შორის დესტრუქციულადაც.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9