&
K R

ბა ბე ბი ბო ბრ ბუ
ბიო ბირ ბიფ

ბიოგეოცენოლოგია

(ძველი ბერძნული βίος - სიცოცხლე, γῆ - დედამიწა, κοινός - საერთო და λόγος - მოძღვრება) – მიმართულება ეკოლოგიაში, რომელიც სწავლობს ბიოგეოცენოზებს და მათ ერთობლიობებს - დედამიწის ბიოგეოცენოზურ საფარს. ასეთ კვლევებში მონაწილეობენ ბოტანიკოსები, ზოოლოგები, მეტყევეები, ნიადაგმცოდნეები და კლიმატოლოგები, რომლებიც ასრულებენ სისტემური მეთოდოლოგიის საერთო პროგრამას. ბიოგეოცენოლოგია წარმოიშვა სსრკ-ში 1940-იან წლებში გეობოტანიკის სიღრმეში, რომელიც შემდგომ განვითარდა ბიოლოგიური და გეოგრაფიული მეცნიერებების კვეთაზე, რაც ასახავს ველური ბუნების შესწავლის კომპლექსურ დონეს. სამეცნიერო მიმართულება ბიოლოგიისა და ბიოგეოგრაფიის ელემენტებით, თანამედროვე ეკოლოგიის სინონიმი.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9