ბიოლოგიური აგენტების გავლენის მეშვეობით, მასალების ან ობიექტების ხარისხის შეცვლის თვისება; - ცოცხალი ორგანიზმების მოქმედების შედეგად რთული ნივთიერებების, მასალების, პროდუქტების დაშლა. ყველაზე ხშირად ბიოდეგრადაციის ხსენებისას იგულისხმება მიკროორგანიზმების, სოკოების, წყალმცენარეების მოქმედება. თუმცა, მკაცრი გაგებით, ტერმინი არ არის განსაზღვრული ბიოლოგიური ორგანიზმების ზომით.ბიოდეგრადაციის სიჩქარე განისაზღვრება სახეობით/მონაწილე ორგანიზმების სახეობებით, პირობებით (ტემპერატურა, ტენიანობა), განათებით და მრავალი სხვა ფაქტორებით. ბიოდეგრადაცია - ბუნებაში ადამიანის ნარჩენების განადგურების ერთ - ერთი მთავარი მექანიზმია: როგორც ნარჩენების, ფაქტობრივად, ცხოველმოქმედების, ასევე სამრეწველო ნარჩენების. მეტ - ნაკლებად, თითქმის ყველა ორგანული და მრავალი არაორგანული დამაბინძურებელი ბიოდეგრადაციას ექვემდებარება, გარდა რადიოაქტიური ნივთიერებებისა. სწორედ ბიოდეგრადაცია ეკოსისტემების თვითაღდგენი სანთროპოგენური ზემოქმედების მიმართ წინააღმდეგობის გაწევის მთავარ მექანიზმს წარმოადგენს.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.