(ლათ. melioratio - გაუმჯობესება) – აგროტექნიკური და ჰიდრომელიორაციული ღონისძიებათა სისტემა (სარწყავი და სადრენაჟო ღონისძიებების გამოყენება: ჭაობების ამოშრობა, მშრალი მიწების ხელოვნური მორწყვა, ხეთარგვა და სხვა), რომელიც მიზნად ისახავს მიწის არახელსაყრელი ბუნებრივი პირობების გაუმჯობესებას მისი ნაყოფიერების გაზრდის მიზნით.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.