&
K R

ბა ბე ბი ბო ბრ ბუ
ბიო ბირ ბიფ

ბიოლოგიური ნაირსახეობა

სახეობათა მრავალფეროვნება კონკრეტულ ეკოსისტემაში, კონკრეტულ ტერიტორიაზე ან მთელ პლანეტაზე. ამჟამად, მეცნიერებისთვის ცნობილია დაახლოებით 2.5 მილიონი სახეობა, ამასთან მთელი სახეობის 74% ტროპიკულ სარტყელთან არის დაკავშირებული, 24% - ზომიერ განედებთან და 2% - პოლარულ რეგიონებთან. ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ გაეროს კონვენციის თანახმად, "ბიოლოგიური მრავალფეროვნება - ცოცხალი ორგანიზმების ნაირსახეობა ყველა წყაროდან, მათ შორის: ხმელეთი, ზღვიური და წყლის სხვა ეკოსისტემები და მათი ეკოლოგიური კომპლექსები, რომელთა ნაწილს ისინი წარმოადგენენ. ეს განსაზღვრა მრავალფეროვნებას სახეობის საზღვრებში, სახეობათა შორის და ეკოსისტემათა მრავალფეროვნებას შეიცავს თავის თავში".
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9